სიახლეები

ამერიკელი მოჭიდავეებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყობა

გორში ამერიკელი მოჭიდავეებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყობა

ნიუ - იორკის საჭიდაო სკოლის მწვრთნელის, ვალენტინ კალიკას ცნობით, გორის კემპში ვარჯიშებს ჩაატარებენ ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმირ ხინჩეგაშვილი და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე.

 ამერიკელი მოჭიდავეების შეკრებას ასევე შეუერთდებიან:

ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, მისი ძმა — ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონი კონსტანტინე პეტრიაშვილი, ასევე საქართველოსა და სხვა ქვეყნების წამყვანი მოჭიდავეები და მწვრთნელები.

 კემპი გორში მოეწყობა: 22 ივნისი – 1 ივლისი

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ადგილები სწრაფად ივსება.

კატეგორიები