კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კაფე-ბარში "Georgia Gold" — სივრცეში,
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კაფე-ბარში "Georgia Gold" — სივრცეში,

Gori Connect (გორის კავშირები) - პლატფორმა ქალაქის ეკონომიკური და ციფრული განვითარებისთვის
თანამედროვე ქალაქში ადამიანების, იდეების, შესაძლებლობებისა და რესურსების ერთმანეთთან დაკავშირება ადგილობრივი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით, გორის სამოქალაქო ჯგუფის ინიციატივით, შეიქმნა ქალაქის ერთიანი ციფრული პლატფორმა - Gori Connect (გორის კავშირები).
ინიციატივა ხორციელდება EU-UNDP-ის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) პროექტში შემუშავებული გორის მისიის - „მეტი ვიდრე ქალაქი: ადამიანებზე მორგებული, ინკლუზიური და შემოქმედებითი გორი“ - ფარგლებში.
Gori Connect-ის მიზანია გორში მცხოვრები ადამიანების, ბიზნესების, სერვისების, ინიციატივების, შესაძლებლობებისა და ადგილების ერთმანეთთან დაკავშირება და მათი უფრო ხილვადობის და ხელმისაწვდომის უზრუნველყოფა. პლატფორმა ქმნის საერთო ციფრულ სივრცეს, სადაც ადგილობრივებს, სტუმრებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ მარტივად აღმოაჩინონ, რა ხდება ქალაქში, ვინ რას აკეთებს და სად არის მათთვის საინტერესო შესაძლებლობა.
რა შეიძლება აღმოაჩინო Gori Connect-ზე?
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი გორისთვის?
გორში ბევრი ადამიანი, ორგანიზაცია, მცირე ბიზნესი და საინტერესო ინიციატივა არსებობს, თუმცა ისინი ყოველთვის ერთმანეთისთვის ხილული არ არის. Gori Connect სწორედ ამ ინფორმაციული ბარიერის შემცირებას ცდილობს - აერთიანებს იმას, რაც ქალაქში უკვე არსებობს, და ქმნის ახალ კავშირებს ადამიანებს, შესაძლებლობებსა და რესურსებს შორის.
ამ თვალსაზრისით, პლატფორმა მხოლოდ საინფორმაციო პორტალი არ არის. ის არის ქალაქის ეკოსისტემის ციფრული მოდელი, რომელიც მომავალში შეიძლება განვითარდეს როგორც თანამშრომლობის, რესურსების გაზიარებისა და ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერის ინსტრუმენტი.